4 ოქტომბერს უნდა აღდგეს სწავლა, როგორც გამოცხადდა, დიდ რაოდენობა სკოლებში – გამყრელიძე

[სკოლებში სწავლა] უნდა განახლდეს და აუცილებლად უნდა განახლდეს. დისტანციურ სწავლებას უნივერსიტეტები კიდევ უფრო მიეჩვივნენ და იქ ეს დიდი პრობლემა არაა. ალბათ 21-ე საუკუნეში პანდემის შემდეგ ეს უფრო ფართოდაც მოიკიდებს ფეხს. მაგრამ სკოლაში უნდა იყოს დასწრებული სწავლება.

ვახორციელებთ მასშტაბურ პროექტს განათლების სამინისტროსთან ერთად, შეირჩა 400-500 სკოლა დიფერენცირებულად რეგიონებში, სადაც ინტერნეტის ხელმისაწვდომობა დაბალია. ოთხში უნდა აღდგეს სწავლა, როგორც გამოცხადდა, დიდ რაოდენობა სკოლებში. ყველა მოწაფე, მასწავლებელი იქ უნდა გამოვიკვლიოთ(პისიარი, სწრაფი ტესტი – ამაზე ვმუშაობთ). დარწმუნებული ვარ ამ სკოლებში, რაც არის [შერჩეული], გავრცელება არ გვექნება მაღალი, დადებითობის მაჩვენებელი გვექნება დაბალი და უსაფრთხო გარემო გვექნება. ამ ბავშვებს უნდა მივცეთ სწავლის უფლება,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

41 ნახვა
desktop
mobile catfish