გამყრელიძე სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო აცრას უწევს რეკომენდაციას

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ის სამედიცინო სექტორისათვის სავალდებულო ვაქცინაციის რეკომენდაციას იძლევა.

“მე მაგალითად, რეკომენდაციას გავაკეთებ. ვაკეთებ ამის რეკომენდაციას და მიმაჩნია, რომ ჩვენ, ექიმები და სამედიცინო პერსონალი უნდა ვიყოთ მაგალითი. მე ყოველ დილას ჩემს დაწესებულებაში ვკითხულობ, ჩვენთან 82% არის აცრილი და ყოველ დილას ვკითხულობ, როდის უნდა ავიდეთ 90%-ზე. ჩვენთანაც, დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ ვართ 100% აცრილი და ყოველ დილას მჭირდება ახსნა-განმარტება ჩემს კოლეგებთან. 82% არ არის ცუდი მაჩვენებელი, რაც გვაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ მაგალითი უნდა ვიყოთ და 90-95% უნდა ვიყოთ აცრილი”, – განაცხადა მან ფორმულას ეთერში.

289 ნახვა
desktop
mobile catfish