ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლის საჭიროება აღარ დგას. მისი განმარტებით იქ განთავსებული ტექნიკა ადგილზეა რჩება და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ.
“საბედნიეროდ, გარკვეული სტაბილიზაცია ჰოსპიტალურ სექტორში არის. 7 200-ამდე არის შემთხვევა, რომელიც დღეს ჰოსპიტალში მკურნალობს. საველე ჰოსპიტლის საჭიროება ნამდვილად არ დგას, რადგან კლინიკების რესურსი დღეს პაციენტებზე ზრუნვას სწვდება. ამდენად, საველე ჰოსპიტალი რჩება უბრალოდ სათადარიგო მდგომარეობაში თუკი მისი საჭიროება იქნება. ჯერჯერობით, ის რესურსი რაც მობილიზებული გვქონდა, ტექნიკური რესურსი, ადგილზეა, თუ დაგვჭირდება მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ, ამ პერიოდში არ არის მისი საჭიროება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.