რა გამოვაცხოთ ქლიავის სეზონზე

ყოველ წელს ქლიავის სეზონს ველოდები, რომ ქლიავის კრამბლი მოვამზადო. გემრიელი დესერტი ძალიან მარტივად მზადდება. ჯერ კიდევ თბილი დესერტი ნაყინთან ერთად მიირთვით. ეს ღვთაებრივი გემოს და არომატის მწვერვალია. სერიოზულად, ამ დესერტის მეოთხედი შევჭამე, სანამ სტატიისთვის ფოტოს ვიღებდი.

>

კრამბლი ბრიტანული დესერტია სეზონური ხილით, როცა ზემოთ ხრაშუნა ბისკვიტია, ხოლო ქვემოთ ძალიან ნაზი და რბილი ქლიავი მჟავე ლიმონით. შეუძლებელია მოწყდეთ!

Gastronomia.ge-ს რედაქცია ქლიავის კრამბლის მომზადების ინსტრუქციას გიზიარებთ. დესერტი თქვენს გულს ნამდვილად დაიპყრობს!

ქლიავის კრამბლი

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 300 გრ ფქვილი
  • 4 ს/კ ყავისფერი შაქარი
  • 2 ს/კ ჩვეულებრივი შაქარი
  • 120 გრ კარაქი
  • 10 გრ ვანილის შაქარი
  • 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 1 კგ ქლიავი
  • 4 ს/კ ყავისფერი შაქარი
  • ცედრა და ნახევარი ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

1. ქლიავი გარეცხეთ, შუაზე გაჭერით და კურკები მოაშორეთ.

2. კარამელის მოსამზადებლად ყავისფერი შაქარი მშრალ ტაფაზე დაყარეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ კოვზით ან ჯოხით კარამელის მორევა არ ღირს. უბრალოდ ტაფა ხელით ერთი მხარიდან მეორე მხარეს ატრიალეთ.

კარამელს ნახევარი შეფუთვა ვანილის შაქარი, ნახევარი ლიმონის წვენი და ცედრა დაუმატეთ. ქლიავის ნახევარი დაუმატეთ. სუსტ ცეცხლზე დაახლოებით 5 წუთით ხარშეთ, სანამ შიგთავსი არ გასქელდება.

3. ცომის მოსამზადებლად შაქარი და ნახევარი შეფუთვა ვანილის შაქარი აურიეთ. ფქვილი, მწიკვი მარილი და კარაქი დაუმატეთ. ხელით დაფშვენით. ასევე გამაფხვიერებელი დაუმატეთ. ნაფშვენი სველი უნდა გამოვიდეს.

4. ფორმას ცოტა კარაქი წაუსვით. ფორმის ძირში შიგთავსი მოათავსეთ. ფქვილის ნაფშვენი მოაყარეთ.

5. კრამბლი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35 წუთით აცხვეთ.

6. ესეც ასე, არომატული კრამბლი ქლიავით მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ასეთი ქლიავის კრამბლი უკვე არაერთხელ გავაკეთე. ხილიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ მსხალი, ვაშლი, ატამი ან გარგარი. ჟოლოთი იმდენად გემრიელი კრამბლი გამოდის, რომ ეს ცალკე ისტორიაა. ახლა, სანამ გვიანი ჟოლოს სეზონია, გირჩევთ მოამზადოთ.

ყურადღება მიაქციეთ, რომ კრამბლის დაჭრა მოუხერხებელია. სჯობს კოვზით ამოიღოთ. მე და ჩემი მეუღლე კოვზით პირდაპირ ფორმაში ვჭამთ.

თრიალეთი TV