შოკოლადის დესერტი ჩაიზე მისაყოლებლად

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ, წარმოუდგენლად გემრიელ და ძალიან ნაზ ტკბილეულს ცხობის გარეშე. სუფრაზეა ჩვენი საყვარელი შოკოლადის დესერტი. აქტიურ მოქმედებას სულ რაღაც 15 წუთი და დამატებით გაგრილების დრო სჭირდება.

ინგრედიენტები:

>
  • 200 გრ ფხვიერი შოკოლადის ნამცხვარი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 100 მლ ცხელი წყალი
  • 1 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 250 გრ ხაჭოს ყველი რიკოტა
  • 3 ს/კ შაქრის ფხვნილი

მომზადების წესი:

1. ყველა აუცილებელი ინგრედიენტი მოიმარაგეთ. ფხვიერი ნამცხვარი შეგიძლიათ აიღოთ როგორც შოკოლადის, ასევე ღია (ამ შემთხვევაში კაკაოს რაოდენობა გაზარდეთ).

2. ფხვიერი ნამცხვარი სამზარეულოს კომბაინში დაფშვენით ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. ცხელ წყალს შაქარი დაუმატეთ და სრულად გახსნამდე აურიეთ.

3. ფხვიერ ნამცხვარს კაკაოს ფხვნილი დაუმატეთ.

4. ცხელი შაქრის სიროფი დაუმატეთ.

5. ერთგვაროვანი ელასტიური ცომის მიღებამდე აურიეთ. აუცილებლობის შემთხვევაში რამდენიმე სუფრის კოვზი წყალი, თუ მასა სქელია. თუ მასა თხელია, ფხვიერი ნამცხვრის ნაფშვენი დაუმატეთ. ცოტა გაგრილება აცადეთ, პროცესში ცომი ცოტა გამკვრივდება.

6. ამ დროში რიკოტა და შაქრის ფხვნილი აურიეთ. სურვილის შემთხვევაში ვანილი ან რამდენიმე წვეთი ვანილის ექსტრაქტი დაუმატეთ.

7. შიგთავსი მზადაა.

8. ფორმაზე საკვები პარკი გაშალეთ, შოკოლადის ცომი მასზე მოათავსეთ და მეორე ფენა პარკი დააფარეთ. ცომი 3-4 მმ სისქის ფენად გააბრტყელეთ. კუთხეები შეგიძლიათ მოაჭრათ და იქ დაუმატოთ, სადაც ცომი საკმარისი არაა. მართკუთხედი ან კვადრატი უნდა მიიღოთ. მკაცრი გეომეტრია საჭირო არაა, მზა დესერტში უსწორმასწორო კიდეები არ გამოჩნდება.

9. ხაჭოს შიგთავსი დაუმატეთ.

10. პარკი ასწიეთ და რულეტი ფრთხილად დაახვიეთ. 30-60 წუთით მაცივარში შეინახეთ, რომ გამაგრდეს.

11. შოკოლადის დესერტი დაჭერით და სუფრაზე გაიტანეთ.

თრიალეთი TV