ჰაეროვანი პური, რომელიც ბამბაზე ფაფუკია

სახლის პური ნატურალური ინგრედიენტებისგან, სიყვარულით გამომცხვარი, ყოველთვის ჯობია ნაყიდს. დღეს მინდა უგემრიელესი პურის ცხობა გასწავლოთ.

ამ პურს “ბეწვის გორგალს” ეძახიან. ძალიან ლამაზად და მადისაღმძვრელად გოიყურება.

>

ინგრედიენტები

  • 80მლ თბილი რძე
  • 3გ საფუარი
  • 300გ ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი
  • 30გ შაქარი
  • 1 ლვერცხი
  • 100მლ ნაღები
  • 50გ მშრალი შტოში
  • კარაქი ფორმის დასამუშავებლად

მომზადება

1.თბილ რძეში გახსენით საფუარი. მოურიეთ და დაელოდეთ 5 წუთი.

2.ღრმა ჯამში მოათავსეთ ფქვილი, ზღვის მარილი, შაქარი. დაუმატეთ კვერცხი, რძე და საფუარი. ისევ მოურიეთ.

3.დაამრგვალეთ ცომი და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 60 წუთი.

4.ამასობაშ მშრალი შტოში დააქუცმაცეთ.

5.მრგვალ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი და კარგად წაუსვით ცხიმი.

6.ამოსული ცომი გადმოიტანეთ მაგიდაზე დაა დაამუშავეთ. გაყავი ცომი 5 ნაწილად.

7.ცომის თითოეული ნაწილი დაამრგვალეთ, დააფარეთ პირსახოცი.

8.ოვალურ ფორმაზე გააბრტყელეთ ცომის 1 ნაწილი ოვალურად. ჩაჭერით გრძლად და წვრილად (იხილეთ ფოტოზე). მშრალი შტოში მოათავსეთ გულსართად.

9.ბოლოები შეუკეცეთ და გადაახვიეთ.

10.ხვეულები მოათავსეთ ფორმაში ისე, რომ შუაში დარჩეს ისცარიელე.

11.ოტახის ტემპერატურაზე დატოვეთ 1 საათი.

12.წაუსვით რძე და გამოაცეთ 170 გრადუსზე 20 წუთი.

თრიალეთი TV