ამ ეტაპზე საქართველოში 1 512 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 380 პირი იმყოფება.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 1 512 მძიმე პაციენტიდან თბილისში – 654, აჭარაში – 152, იმერეთში – 350 იმყოფება.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 380 პირი, მათგან თბილისში – 226, აჭარაში – 34, იმერეთში – 29. 2 072 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 032 – თბილისში, 631 – აჭარაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 570 493 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 527 337, გარდაიცვალა 7 977 პაციენტი.
314 ნახვა