ლეტალობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იკლებს და გააქტიურებულია ვაქცინაციის პროცესი – ტიკარაძე

როდესაც 7 დღის ჭრილში დადებითობის მაჩვენებელი 4% იქნება, თავისუფლად გავცემთ რეკომენდაციას, რომ კლასში სწავლის დაწყება შესაძლებელია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ საკმაოდ დადებითი პროგნოზი გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის მასშტაბით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი დაკლებულია, რაც პროგნოზულად იმის მაჩვენებელია, რომ შემდეგ დღეებში დადებითობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაიწევს. როდესაც 7 დღის ჭრილში დადებითობის მაჩვენებელი 4% იქნება, თავისუფლად გავცემთ რეკომენდაციას, რომ კლასში სწავლის დაწყება შესაძლებელია“, – აღნიშნავს ტიკარაძე.

55 ნახვა
desktop
mobile catfish