ჯანდაცვის მინისტრი – 70 და 80 წლის ზემოთ მოქალაქეებში განსაკუთრებით მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში ვაქცინაციის ტემპი დაბალია. როგორც მან ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ლეტალობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ასაკოვან ადამიანებში, რის გამოც მათი ვაქცინაცია აუცილებელია.

“ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი გვაქვს 70 და 80 წლის ზემოთ მოქალაქეებში. ასევე ავადობის, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მაღალი გვაქვს 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში და როდესაც ჩვენ ეს მონაცემები შევადარეთ ვაქცინაციის პროპორციას, ასევე ვაქცინირებულ მოქალაქეებში ავადობისა და ჰოსპიტალზაციის მაჩვენებელს, გამოიკვეთა, რომ ძალიან დაბალია ჩვენი მოქალაქების აქტივობა 60 წელს ზევით. მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ იმსჯელოს ყველა იმ მნიშვნელოვან აქტივობაზე, თუ იმ მნიშვნელოვან წამახალისებელ ღონისძიებებზე, რომელიც გააქტიურებს ჩვენი მოქალაქეების იმ ჯგუფს, სადაც ყველაზე მაღალი რისკები გვაქვს“,-განაცხადა ტიკარაძემ.

92 ნახვა
desktop
mobile catfish