პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე - იმედი მაქვს, სასამართლოში გამოცხადდებიან და საკუთარ გასამართლებას დაესწრებიან
11 წუთის წინ

შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე - იმედი მაქვს, სასამართლოში გამოცხადდებიან და საკუთარ გასამართლებას დაესწრებიან

„ჩვენ გამოვყავით სათანადო დრო, რომ, ერთი მხრივ, საპარლამენტო კომისიის მეშვეობით ყველა დეტალში გავრკვეულიყავით, ყველა მტკიცებულება მოგვეგროვებინა, ყველა მიმართულებაში გვენახა, სად გვაქვს ძლიერი არგუმენტები და ამ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელიც, თითქმის 500 გვერდია, შედგა შემდეგ კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც ყველაფერი მოყვანილია. მე იმედი მაქვს, რომ ამ პარტიების წარმომადგენლები გამოცხადდებიან სასამართლოში და საკუთარ გასამართლებას თავად დაესწრებიან. რა უნდა თქვან, როცა იქ საუბარი იქნება წამების სისტემაზე, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა ციხეებში შექმნილი? რას იტყვიან, რომ ეს არ არსებობდა? თუ ეს მათი ბრალი არ იყო? რას იტყვიან წართმეულ ბიზნესებზე, გადაფორმებულ მედიებზე? რას იტყვიან იმ მკვლელობებზე, რომელიც ხდებოდა და აღიარებულია, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რომ ეს სისტემური დანაშაულები იყო. ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ საჯაროდ, ხალხის თვალწინ, მოისმენენ და რა უნდა თქვან? ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ თავის სამართლებლად გამოიყენონ, არის ის, რომ თქვან, ეს ყველაფერი ტყუილია და კიდევ ერთხელ გაგვიმეორონ ქართველ ხალხს ის ტყუილი, რომ სააკაშვილი და მისი რეჟიმი იყო დემოკრატიის შუქურა, როგორც ამას ქალბატონი იუკნევიჩიანე ამტკიცებს და წამება, მკვლელობები, ბიზნესის რეკეტი, ომი და დაკარგული ტერიტორიები მოელანდა ქართულ საზოგადოებას. ამ ყველაფრის მოსმენა მოუწევთ მათ სასამართლოში როგორც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში დანაშაულების, ისე მას შემდეგ, როდესაც სისტემურად არ ცნობენ ხალხის ნებას, ანტისისტემური პარტიები გახდნენ, რომელიც გასულები არიან დემოკრატიული ჩარჩოდან და არ აღიარებენ ხალხის არჩევანს. ერთადერთი, რასაც აღიარებენ, რას ეტყვის მათ ვიღაც უცხო ელჩი, ან ბრიუსელიდან რა მითითებას მიიღებენ. ეს არის მათი მთელი ლეგიტიმაციის წყურვილი, რომ ცალ ფეხზე დადგნენ და თავზე ხელი გადაუსვას ბრიუსელის რომელიღაცა ბიუროკრატმა“, - განაცხადა პაპუაშვილმა

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები