საქართველოში 1 488 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 1 488 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 374 პირი იმყოფება.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 1 488 მძიმე პაციენტიდან თბილისში 621 პირი მკურნალობს, აჭარაში – 165, იმერეთში – 359. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 374 პირი, მათგან თბილისში – 224, აჭარაში – 37, იმერეთში – 28. 1 780 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 964 – თბილისში, 472 – აჭარაში. 26 544 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 579 031 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 536 321, გარდაიცვალა 8 146 პაციენტი.

55 ნახვა
desktop
mobile catfish