ახალი ვაქცინა „თურქოვაკი“! – თურქეთში ადგილობრივი ვაქცინის წარმოება იწყება

თურქეთში ადგილობრივი ვაქცინის, „თურქოვაკის“ წარმოება იწყება.

 

როგორც თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა, ამჟამად ვაქცინის წარმოებისთვის ყველა აუცილებელი ადმინისტრაციული პროცედურა ბოლო ეტაპზეა და რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

 

რას წარმოადგენს თურქული ვაქცინა

 

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, „თურქოვაკი” საგანგებო სიტუაციებში გამოყენების ნებართვას ელოდება.

 

„ადგილობრივი წარმოების ვაქცინა „თურქოვაკი” საგანგებო სიტუაციებში გამოყენების ნებართვას ელოდება. ქვეყნის ინფრასტრუქტურა მისი სერიული წარმოებისთვის მზად არის. სრული წარმოება დაიწყება ოქტომბერში, თუ ვაქცინა დამტკიცდება ჯადაცვის ორგანოების მიერ“ – განაცხადა მინისტრმა.

 

აგვისტოში „თურქოვაკი” კლინიკური კვლევების მესამე ეტაპს გადიოდა. ეს ინაქტივირებული ვაქცინაა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინურ ვაქცინა ჩორონაVაც-ს ჰგავს.

 

ვაქცინა ერჯიესის უნივერსიტეტისა და თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროდუქტია. მას დროებით Eრუცოვ-Vაც, უნივერსიტეტის სახელის მიხედვით დაარქვეს.

 

სავარაუდოდ, ეს იქნება პირველი ადგილობრივი წარმოების ვაქცინა თურქეთში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ქვეყანაში, თუ იგი მიიღებს ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვას უსაფრთხოების ტესტების შემდეგ. ხელისუფლებამ ადრე თქვა, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნებოდა 2021 წლის ბოლომდე.

98 ნახვა
desktop
mobile catfish