ამირან გამყრელიძე: იცავს პირბადე, ამიტომ ვატაროთ

იცავს, ბატონო, იცავს, ამიტომ ვატაროთ ყველამ ეს პირბადე, არ არის აუცილებელი ყველას მათრახით დაადგე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, თუ ქვეყანა პირბადის ტარების მაჩვენებლით 90-95%-ზე ავა, დეკემბრამდე 200-250 ადამიანის სიცოცხლე გადარჩება.

„შემიძლია ორმხრივ მოვუწოდო როგორც საზედამხედველო ორგანოებს, ეს გახლავთ პოლიცია, შრომის ინსპექცია, ყველა მუნიციპალიტეტს აქვს, ასევე, თავისი საზედამხედველო ორგანოები, რომ განსაკუთრებული სიმკაცრით იყოს კონტროლი პირბადის ტარების მაჩვენებლის აღსრულებაზე. ჩვენ თუ 90-95%-ზე ავალთ პირბადის ტარების მაჩვენებლით, დეკემბრამდე შევინარჩუნებთ 200-250 ადამიანის სიცოცხლეს. ასევე, თუ 1 000 ადამიანი ორჯერადად აიცრება, ეს არის ერთი გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე, ამიტომ ყველამ ეს უნდა გავითავისოთ, მაგრამ მარტო ზედამხედველობა, მარტო დაშინება, მარტო ჯარიმა, მარტო შოლტი და მათრახი – არა. ხომ დავრწმუნდით, რომ საკმაოდ ვერაგი ვირუსია, ხომ დავრწმუნდით, რომ ეს პირბადე ერთ-ერთი ყველაზე დამცველი საშუალებაა, მოდით, გავითავისოთ! ყველაზე მარტივი აღსასრულებელი საკითხია, რასაც ჰქვია პირბადის ტარება, ამდენს რომ ვამბობთ – იცავს, ბატონო, იცავს, ამიტომ ვატაროთ ყველამ ეს პირბადე, არ არის აუცილებელი ყველას მათრახით დაადგე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

134 ნახვა
desktop
mobile catfish