ვლადიმერ პუტინი კარანტინში იმყოფება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მის გარემოცვაში დაფიქსირებული დაინფიცირების შემთხვევების გამო თვითიზოლაციაში იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

კრემლის პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ, რამდენი დღით დარჩება ვლადიმერ პუტინი კარანტინში.

>

გუშინ რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მის გარშემო კორონავირუსით ბევრია დაინფიცირებული და დასძინა, რომ მისი აზრით, თავადაც მალე მოუწევს კარანტინში გადასვლა.

თრიალეთი TV