მარნეულში გოგოს მოტაცების დროს ბებია გარდაიცვალა

,,პრაიმტაიმის ” ინფორმაციით ცოტა ხნის წინ ხმაური იყო მარნეულის ცენტრში.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, 23 წლის მამაკაცი ცოლად მოყვანის მიზნით გოგოს იტაცებდა, რა დროსაც ასაკოვანი ქალი გარდაიცვალა.

ირკვევა, რომ ოჯახი გოგოს გათხოვების წინააღმდეგი იყო.

ახლობლების ინფორმაციით, მოტაცების მომენტში გოგოს ბებიაც იქვე იმყოფებოდა, რომელიც მოულოდნელად დაეცა და
გარდაიცვალა.

წყარო: primetime.ge

თრიალეთი TV