საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს ფულადი გზავნილების სტატისტიკას 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით.

ეროვნულ ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 204.9 მლნ აშშ დოლარი (638.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.2%-ით (20.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

>

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.4% იმ 20 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 20 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 95.2% მოდიოდა.

2021 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 27.4 მლნ აშშ დოლარი (85.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის აგვისტოს (23.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით მეტია.

თრიალეთი TV