ვინ არიან სამტრედიაში ავარიის შედეგად დაღუპულები

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის დროს დაღუპული დედა-შვილი და ტაქსის მძღოლი სენაკის მკვიდრები იყვნენ.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, სადაც სამი პირი ზუგდიდიდან იყო, ტაქსს შეეჯახა.

შვილ ლილი ბაღათურიას ონკოავადმყოფი დედა ტაქსით საავდმყოფოში მიჰყავდა, რა დროსაც მათ სამტრედიაში მსუბუქი მანქანა დაეჯახათ.

თვითმხილველის ინფორმაციით, ლილი ბაღათურია და ტაქსის მძღოლი ადგილზე დაიღუპნენ, ხოლო ლილის დედა საავადმყოფოში.​ ბაღათურიებს სენაკში ცნობილი საკონდიტრო „აპეტიტო“ აქვთ.

ავტოსაგზაო შემთხვევა დილით მოხდა. გარდაცვლილ ქალს ორი შვილი დარჩა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.

წყარო: primetime.ge

352 ნახვა
desktop
mobile catfish