პოლიტიკა

პარლამენტთან ამ დროისთვის ექვსი პირი შიმშილობს
47 წუთის წინ

პარლამენტთან ამ დროისთვის ექვსი პირი შიმშილობს

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე, რომელიც რამდენიმე აქტივისტთან ერთად შიმშილობას განაგრძობს, აღნიშნავს, რომ კიდევ ერთმა აქციის მონაწილემ მიმართა შიმშილობას, ჯამში კი 6 პირი შიმშილობს.

მისივე თქმით, მოშიმშილე აქტივისტები თავს კარგად და მხნედ გრძნობენ.

„ჯერჯერობით აქციის მონაწილეები თავს კარგად ვგრძნობთ, მხნედ ვართ. მოგვემატა კიდევ ერთი აქციის მონაწილე, ქალბატონი, რომელმაც თვითონ გამოთქვა სურვილი ჩვენთან ერთად ყოფნის.

ეს ჩემთვის ძალიან კარგი ნიშანია. ზოგადად, მგონია, რომ შიმშილობის აქცია მაგალითია დღეს იმ ადამიანებისთვის, ვინც ეძებს, რა ფრომით შეიძლება გავაპროტესტოთ არსებული რეჟიმი და ეს უსამართლობა, რაც ხდება. ამ ვითარებაში შიმშილობის აქცია არის აბსოლუტურად ადეკვატური", - აღნიშნავს გედევან ფოფხაძე.

ცნობისთვის, გედევან ფოფხაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას 28 ოქტომბერს მიმართა და შიმშილობა დაიწყო. ოპოზიციონერ ლიდერთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა. მათი მოთხოვნაა, „გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები