ქარელში დაშავებული “მთავარი არხის” ოპერატორი თბილისში გადაჰყავთ

დიაგნოზის დაზუსტების მიზნით პაციენტი გადაგვყავს თბილისში, – ამის შესახებ ქარელის საავადმყოფოს ექიმმა სოსო ჩიბირაშვილმა ტელეკომპანია ,,მთავარის“ ოპერატორის, ლევან აბლოთიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

ექიმის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

,,პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის არის სტაბილური, ეკსკორაციები აღენიშნება კიდურებზე, მარცხენა ბარძაყის არეში საეჭვო მოტეხილობაზე არის ეჭვი, ამის გამო ავადმყოფი გადაგვყავს თბილისში დიაგნოზის დაზუსტების მიზნით. გადაგვყავს სტაბილური მდგომარეობით კატე-კვლევის ჩატარების მიზნით“, – განაცხადა სოსო ჩიბირაშვილმა.

ცნობისთვის, ქარელში “ქართული ოცნების” შტაბში ინციდენტი მოხდა, რა დროსაც “მთავარი არხის” ოპერატორი ლევან აბლოთია დაშავდა. “მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ოპერატორი აივნიდან გადმოაგდეს. “ქართულ ოცნებაში” აღნიშნულს სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ოპერატორი “კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა”.

133 ნახვა
desktop
mobile catfish