პოლიტიკა

ლაშა ფარულავა - ენერგოკომპანიებისთვის გამოცხადებული ფინანსური ამნისტია არა დარგის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯი, არამედ კორუფციული გზის გაგრძელებაა
5 წუთის წინ

ლაშა ფარულავა - ენერგოკომპანიებისთვის გამოცხადებული ფინანსური ამნისტია არა დარგის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯი, არამედ კორუფციული გზის გაგრძელებაა

„ნულოვანი თანაგრძნობის“ პოლიტიკური ნარატივის ავტორთა მხრიდან ენერგოკომპანიებისთვის გამოცხადებული ფინანსური ამნისტია არა დარგის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯი, არამედ კორუფციული გზის გაგრძელებაა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ფარულავამ აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სრულ გამჭვირვალობას და ბენეფიციარი კომპანიების დაუყოვნებლივ დასახელებას ითხოვს.

„ეს არის არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მილიარდ ლარიანი საახალწლო საჩუქარი „ქოც- ელიტისთვის“. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის არჩევანი - ქართველი ხალხის ხარჯზე, კვებოს და გაამდიდროს საკუთარი ბიზნეს-გარემოცვა. გადაწყვეტილების დასაბუთება და არგუმენტაცია ცინიზმის მწვერვალია: როდესაც საარბიტრაჟო დავებსა და არასწორ კონტრაქტებს იმოწმებენ, ეს მათივე მხრიდან არაკომპეტენტურობისა და უპასუხისმგებლობის აღიარებაა. მაშინ, როდესაც „ოცნების“ უპასუხისმგებლობისა და გულგრილობის გამო საქართველომ „ინტერ რაოსთან“ საერთაშორისო არბიტრაჟში 220 მილიონი ლარი ( 76$) წააგო (რომელიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა საკუთარი ჯიბიდან გადაიხადეს), ხოლო კორუფციისა და დაუდევრობის გამო „ენკასთან“ წაგებული მილიარდ ლარიანი დავა (383.2$) ჩვენი და ჩვენი შვილების გადასახდელი გახდა, ამაზე პასუხი არავის უგია. პირიქით, მსგავსი ქმედებები ფაქტობრივად, წახალისებულია. ამის ფონზე, გამოცხადებული ამნისტია კორუფციული მმართველობის გაგრძელების აშკარა დემონსტრირებაა. „ოცნების“ დაჯგუფება არ ასახელებს არცერთ კონკრეტულ კომპანიას, რომელიც ამ მილიარდიანი ამნისტიის ბენეფიციარია. ეს დუმილი კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს, რომ საუბარია ხელისუფლებასთან და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესჯგუფებზე, რომლებიც წლებია პრივილეგიებით სარგებლობენ. მოვითხოვთ სრულ გამჭვირვალობას და ბენეფიციარი კომპანიების დაუყოვნებლივ დასახელებას“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, კონკრეტული დათქმით, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი, ჯამში 1 მლრდ ლარის მოცულობის ჯარიმა ჩამოეწერება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, სრულად დაეკისრებათ ახლადდაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება და აღუდგებათ ნაპატიები ჯარიმებიც“.

მისი თქმით, დავალიანებების პატიება უნდა გახდეს ახალი, ორმხრივ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, თუმცა, ამასთანავე, პასუხისმგებლობით გაჯერებული პროცესის დასაწყისი.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები