ჰაერის დაბინძურება წელიწადში 7 მილიონი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, რომელიც ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გაამკაცრებენ ჰაერის ხარისხის შესახებ გაიდლაინებს, რადგან საჭიროა გადაუდებელი ქმედებების განხორციელება. ახალი სახელმძღვანელო ეხება სხვადასხვა ნივთიერებას, მათ შორის ოზონს, აზოტის დიოქსიდს, გოგირდის დიოქსიდსა და ნახშირორჟანგს.

ჯანმო-მ ჰაერის ხარისხის გაიდლაინები ბოლოს 2005 წელს გამოსცა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიო გარემოსდაცვით პოლიტიკაზე. თუმცა, ორგანიზაციის განმარტებით, მომდევნო 16 წლის განმავლობაში გაცილებით ძლიერი მტკიცებულება გამოჩნდა, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ აისახება ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობაზე იმაზე უფრო დაბალი კონცენტრაციის პირობებში, როგორც აქამდე მიიჩნევდნენ.

“დაგროვილი მტკიცებულება საკმარისია იმ ქმედებების გასამართლებლად, რაც საჭირო ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლების მოსახლეობაზე ზემოქმედების შესამცირებლად არა მხოლოდ კონკრეტულ ქვეყნებში ან რეგიონებში, არამედ გლობალურ დონეზე”, – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

55 ნახვა
desktop
mobile catfish