სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში სტიქიას ებრძვიან

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერისიმედში უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ საცხოვრებელი სახლების სარდაფები დატბორა.

ასევე, წყალმა დააზიანა სოფლის კულტურის სახლი, ამბულატორია და საბავშო ბაღი.

ადგილზე უკვე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მოსახლეობას წყლის ამოტუმბვით სამუშაოებში ეხმარებიან.

67 ნახვა
desktop
mobile catfish