სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პირველი ოქტომბრიდან ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით ძალაში ახალი რეგულაცია შედის – სამსახურში გამოცხადებას თანამშრომელი შეძლებს მხოლოდ ვაქცინაციის შესახებ საბუთის ან 14 დღეში ერთხელ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენით.
კანონდარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 10-დან 20 ათას [60-120 ლარი] და იურდიული პირებისთვის – 40-დან 120 ათას [243 -730 ლარი] სომხურ დრამამდე.
უკანასკნელი კვირების განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კვლავ გაიზარდა – ოფიციალური მონაცემებით, დღეში რამდენიმე ასეული შემთხვევა. ამასთან, ქვეყანაში დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი – ამ დრომდე ვაქცინირებულია სულ 366 779 ადამიანი [მათ შორის ერთი და ორივე დოზით].