აჭარაში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. 20 ლოკაციაზე არის განვითარებული სხვადასხვა ხარისხის მეწყერი.
როგორც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ განაცხადა, ძლიერი წვიმის შედეგად 100-ზე მეტი ოჯახი დაიტბორა.
„20 ლოკაციაზე არის განვითარებული სხვადასხვა ხარისხის მეწყერი. 100-ზე მეტი ოჯახი არის დატბორილი. გვაქვს მუდმივმოქმედი საბჭო ამ ოჯახების მდგომარეობას შეისწავლის და მიყენებული ზარალის მიხედვით ხდება კომპენსაცია. ახლაც მიმდინარეობს სანიაღვრე და ზღვაში გამავალი არხების წმენდა“, – განაცხადა ლელა სურმანიძემ.
26 ნახვა