ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 30 ოქტომბერს, 11:00 საათზეა მოწვეული. ახლად არჩეული მერებისა და საკრებულოების წევრების უფლებამოსილება კი 29 ოქტომბრიდან დაიწყება.
ცესკოს ცნობით, თბილისში საკრებულოს პირველ სხდომას ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გახსნის, ხოლო რეგიონებში სხდომებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები გახსნიან.
ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა.