ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული 100-ზე მეტი ბავშვიდან 21 რეანიმაციული პაციენტია, მათგან 3 ჟანგბადდამოკიდებულია

ქვეყნაში ვაქცინაციის ტემპის მკვეთრად ვარდნას სპეციალისტები სერიოზულ პრობლემად აღიქვამენ.

“დელტა” შტამის გამო, მძიმეა კორონვირუსით ინფიცირებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა რომლებიც ციციშვილის სახელობის კლინიკაში გადიან მკურნალობას კლინიკებში. აღნიშნულ სამედიციო ცენტრში ამ დროისთვის 100-ზე მეტი ინფიცირებული ბავშვია მოთავსებული, მათგან 21 კი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

მედიცინის დოქტორი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე აცხადებს, რომა ერთადერთი გადარჩენის გზა ვაქცინაციაა.

38 გარდაცვლილი, 1698 ახალი შემთხვევა და 1910 გამოჯანმრთლებული – ბოლო 24 საათში გამოვლენილი კოვიდსტატისტიკა ასეთია.

ქვეყანაში გუშინ 12 778 აცრა ჩატარდა. მედიკოსები მოუწოდებენ მოსახლეობას ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში და დაიცვან რეგულაციები.

24 ნახვა
desktop
mobile catfish