ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებულია

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებულია. ინფორმაცია ძიუდოს ფედერაციის Facebook-ზეა ხელმისაწვდომი. გრიგალაშვილი, ოქროს მედლისთვის, ბრაზილიელ გილერმე შმიდტს შეხვდა.

მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი, ევროპის შარშანდელი ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილი, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

ზაგრები ძიუდოში საერთაშორისო ტურნირს – გრან პრის 24-26 სექტემბერს მასპინძლობს.

118 ნახვა
desktop
mobile catfish