გამყრელიძემ და NCDC-ის წარმომადგენლებმა რეგულაციების დარღვევით იქეიფეს – სტუდია მონიტორი

სტუდია მონიტორი ავრცელებს ფოტოებს, სადაც ჩანს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი და თანამშრომლები როგორ ქეიფობენ რეგულაციების დარღვევით. ფოტოები კახეთში, ველისციხეშია გადაღებული. აღსანიშნავია, რომ გამყრელიძე ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის ფარგლებში რამდენიმე დღის წინ მართლაც იმყოფებოდა კახეთში.

ფოტო: სტუდია მონიტორი

მოვინახულეთ ღვინის ძველი ქართული ტრადიციით დამზადების მუზეუმი-მარანი და ვისადილეთ ღია სივრცეში შესაბამისი რეგულაციების დაცვით. ყველა გახლავართ სრულად აცრილები. მარანმა გადაიღო რამოდენიმე სამახსოვრო ფოტო”, – ამბობს გამყრელიძე.

27 ნახვა
desktop
mobile catfish