თეა წულუკიანი: მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა და იმ ადგილზე დააკავებენ, სადაც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს

მიხეილ სააკაშვილი თუ მაინც ჩამოვა, ის დაკავებული იქნება იმ ადგილას, სადაც გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს და მან ეს კარგად იცის, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„მისი ამგვარი ქმედებები ჩვენს მომხრეებს და დესტრუქციული ოპოზიციის მოწინააღმდეგეებს აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია, 2 ოქტომბერს მობილიზება, რომ უბრალოდ გამარჯვება არ კმარა, მნიშვნელოვანი გამარჯვებაა საჭირო, რათა სააკაშვილს და მის მსგავს დესტრუქციულ ელემენტებს ვაჩვენოთ, რომ საქართველოს არ უნდა წარსულში დაბრუნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა: „ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში“.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

38 ნახვა
desktop
mobile catfish