"აღდგომიდან ამაღლებამდე" საერთაშორისო ფეტივალი ნიქოზში

გრიგის, შოპენისა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ დაწერილი მუსიკა, სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა “საქართველოს სიმფონიეტამ“ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიასთან რამდენიმე ათეულ მეტრში, სოფელ ნიქოზში ააჟღერა. უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა კურთხევით  საერთაშორისო ფესტივალი აღდგომიდან ამაღლებამდე წელს უკვე მერვედ  იმართება. პროექტის  ინიციატორები უწმუნდესისა და უნეტარესის საქველმოქმედო ფონდი  და აკაკი რამიშვილის ფონდი ტრადიცია და ინოვაციაა. ფესტივალს ამჯერად ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის სასახლეში უმასპინძლეს.

 

 

Related posts