37%-ს კოვიდით ინფიცირებიდან 6 თვის თავზე სიმპტომები ჯერ კიდევ აქვთ – კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებულთა 37%-ს ექვსი თქვის შემდეგაც კი აქვთ კორონავირუსის ერთი სიმტპომი მაინც. კვლევის შესახებ გამოცემა The Guardian წერს. 

კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტის, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტისა და ოქსფორდის სამედიცინო კვლევთი ცენტრის მკვლევრებმა ჩაატარეს. მასში მონაწილეობა 270 ათას ადამიანზე მეტიმა მიიღო.

კვლევის თანახმად, ყველაზე ხშირად გამოვლენილი სიმტპომებია სუნთქვითი გაძნელება, მუცლის ღრუსთან დაკავშირებული სიმტპომები, დაღლილობა, ტკივილი და ასევე შფოთვა და დეპრესია.

ე.წ. გრძელი (Long) კოვიდი, რომელსაც ასევე მოიხსენიებენ, როგორც პოსტ-კოვიდურ გართულებას, ჯანმრთელობის ის მდგომარეობაა, რა დროსაც, ინფიცირებული, გამოჯანმრთელების შემდეგაც კი დაავადების ერთ ან რამდენიმე სიმტპომს განიცდის.

აღნიშნული კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ „ლონგ კოვიდის“ სიმპტომები ყველაზე ხშირია იმ ადამიანებში, ვინც ინფიცირების გამო საავადმყოფოში მოხვდა. ასევე, სიმპტომები უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე კაცებში, თუმცა, ეს სხვაობა, კვლევის ავტორების თანახმად ძალიან მცირეა.

28 ნახვა
desktop
mobile catfish