ისტორიაში შევიდა ფაქტი, რომ ახალი განათლების (გაუნათლებლობის) სისტემის ერთ-ერთი ოფიციალური თანაავტორი არის რეალურად 8-კლასიანი განათლების არ მქონე კალაძე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილი მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.
აღნიშნულით მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება განათლების დაანონსებულ რეფორმას.
„ივანიშვილმა დახურა ამერიკელი მასწავლებლების პროგრამა და ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. მაშინ ჩემ გარდა ყველა ჩუმად იყო. ახლა მთლიანად აშორებს განათლების სისტემას ევროპას.
ისტორიაში შევიდა ფაქტი, რომ ახალი განათლების (გაუნათლებლობის) სისტემის ერთ-ერთი ოფიციალური თანაავტორი არის რეალურად 8-კლასიანი განათლების არ მქონე კალაძე“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.