რეგულირების სააგენტო: შემოწმებული 40 ფარმაცევტული საწარმოდან 33-ში დარღვევები აღმოჩნდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს განცხადებით, თბილისში შემოწმებული 40 მოქმედი ფარმაცევტული საწარმოდან 33-ში დარღვევები აღმოჩნდა.

“შემოწმების შედეგად აღმოვაჩინეთ სხვადასხვა ტიპის დარღვევები, როგორიცაა სანებართვო პირობების დარღვევა, წარმოების წესის დარღვევა. მაგალითად, ერთ-ერთი საწარმოს შემოწმებისას, სააგენტომ ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა და კონკრეტულად აღნიშნულ დაწესებულებას 7 დასახელების, 99 239 ერთეული, წარმოების წესის დარღვევით არსებული ფარმაცევტული პროდუქტი ჩამოერთვა”, – აღნიშნავს რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაალ კაპანაძე.

სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმების შედეგად გამოიკვეთა სანებართვო პირობების დარღვევის 33 ფაქტი; წარმოების წესის დარღვევის 22 შემთხვევა; სამკურნალო საშუალების სერიული აღრიცხვის დადგენილი წესის დარღვევის 4 ფაქტი; საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის 1 ფაქტი; პირველ ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევის 1 ფაქტი; ვადაგასული სამკურნალო საშუალების რეალიზაციის 1 ფაქტი; ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის განადგურების დადგენილი წესის დარღვევის 1 ფაქტი.

57 ნახვა
desktop
mobile catfish