თუ ჩვენ ყველა ავიცრებით, საქართველოში „მეხუთე ტალღა“ მსუბუქი იქნება

„მეხუთე ტალღა“ გაცილებით მსუბუქი იქნება, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მეხუთე ტალღაზე“ არის საუბარი. თუ ჩვენ ყველა ავიცრებით, საქართველოში „მეხუთე ტალღა“ მსუბუქი იქნება. ორშაბათ-სამშაბათს გამჟღავნდება, პაკეტია მომზადებული ვაქცინაციის ინტენსიფიკაციასთან დაკავშირებით, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ დროისთვის საქართველოს „ფაიზერის“ 570 ათასამდე დოზა აქვს და მისი ვადა ნოემბერ-დეკემბერია.

„ჩვენ დღეს, („ფაიზერის“) ვაქცინის 570 ათასამდე დოზა გვაქვს, აქედან ნოემბრის ბოლომდე ვადა 150 ათასს აქვს, დანარჩენს – დეკემბრის ბოლომდე. ევროპის მედიკამენტების სააგენტომ, რაც წერია ფლაკონზე, კიდევ სამი თვით გაუგრძელა ვადა, მაგრამ ჩვენ ეს არ გვჭირდება, „ფაიზერის“ ათვისების ტემპი ისეთია, რომ მეტი „ფაიზერი“გვჭირდება. მიმართვიანობამ დაიკლო, მეტი მუშაობა გვინდა თქვენთან ერთად, კომუნიკაციის კუთხით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

29 ნახვა
desktop
mobile catfish