ტყუილია, რომ კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი რჩება, ყველასთან არ რჩება – ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კოვიდგადატანილი ადამიანებისთვისაც აცრა ისეთივე აუცილებელია, როგორც იმ ადამიანებისთვის ვისაც ვირუსი ჯერ არ შეხვედრია.

“ვისაც კოვიდიგადატანილი არ აქვს აუცილებლად უნდა აიცრას და ასევე მათაც ვინც გადაიტანა. ტყუილია ის, რომ კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი რჩება, ყველასთან არ რჩება.

ანტისხეულებით იმუნიტეტის შეფასება არის სანახევროდ შეფასება. კოვიდგადატანილებს კი ზოგს მაღალი იმუნიტეტი აქვს, მაგრამ ყველას არ აქვს. უმეტესობაში იმუნიტეტი ქვემოთ ჩამოდის,”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ “დღის კურიერში”.

35 ნახვა
desktop
mobile catfish