როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1-ელ ოქტომბერს ქუთაისში წვიმა და +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმაა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება ფოთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

მესტიაშიც წვიმა და +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი, +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

+15 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმას პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

გორში იწვიმებს. +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

თოვლჭყაპია მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლჭყაპი.

ლაგოდეხშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც იწვიმებს, დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე და +12 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თბილისშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი.

33 ნახვა
desktop
mobile catfish