გეგმური ოპერაციების დაფინანსება და ჩატარება დღეიდან განახლდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმური ოპერაციების დაფინანსება და ჩატარება დღეიდან განახლდება.

სახელმწიფოს მიერ გეგმური ოპერაციების დაფინანსება მიმდინარე წლის აგვისტოდან, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო შეწყდა. გამონაკლისებია სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციები, ასევე ონკოლოგიური ოპერაციები და კარდიოქირურგიული ჩარევები.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ შეზღუდვები აღარ გააგრძელა.

108 ნახვა
desktop
mobile catfish