ამირან გამყრელიძემ განმარტა, რა შემთხვევში იქნება პანდემიის მეხუთე ტალღა შედარებით მსუბუქი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ოქტომბერ-ნოემბერში მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა აიცრება, მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი.

გამყრელიძემ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „მომავალი სამი თვე უნდა იყოს ძალიან ინტენსიური. ჩვენ ვაქცინების მარაგი ქვეყანაში საკმარისი გვაქვს, ყველანაირი ვაქცინის, რაც დღეს არის, ამიტომ ვთავაზობთ ადამიანებს, რომ ავიცრათ, იმიტომ, რომ აცრის გარეშე ჩვენ ამ ეპიდემიას ქვეყანაში ვერ დავასრულებთ და გვექნება სულ უფრო და უფრო საშიშროება. ჩვენ თუ ახლა მაქსიმალურად ავიცრებით, ოქტომბერ-ნოემბერში, მაშინ მეხუთე ტალღა იქნება მსუბუქი შედარებით და არ გვექნება ისეთი რთული, როგორიც ჩვენთვის იყო აგვისტო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

68 ნახვა
desktop
mobile catfish