ქეიფობდნენ კურორტ გოდერძიზე, მოუვიდათ ცოტა მეტი, ითხოვეს, გვაცადეთ, მოგვიანებით ჩაგბარდეთო — რიჟვაძე სააკაშვილზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ქვეყანაში შემოსვლის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ხუმრობს.

“ქეიფობდნენ კურორტ გოდერძიზე, მოუვიდათ ცოტა მეტი ქეიფი და დღეს ითხოვეს, გვაცადეთ ცოტა მოგვიანებით ჩაგბარდეთო” — აცხადებს ის და ამატებს, რომ ეს “რადენიმესაათიანი ეიფორია” მალე გადაივლის.

მისი თქმით, ვინც სახელმწიფო საზღვარს დაარღვევს, ყველას დააკავებენ. მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში “მოდელირებული ქრონიკის” შექმნა დასრულდება.

“ვინც ჩვენს სახელმწიფო საზღვარს დაარღვევს, ყველა იქნება დაკავებული, განსაკუთრებით ის სუბიექტები, რომელთა მიმართაც არის სისხლის სამართლის საქმეებზე კონკრეტული განაჩენი დამდგარი. ამიტომ ზემდეტ ეიფორიას არ გირჩევთ, ეს იქნება რამდენიმე საათიანი აჟიოტაჟი და ხვალ, ძალიან მალე, ეს არჩევნებიც დასრულდება და როგორც უკვე ვთქვი, ერთის მხრივ, ჩვენი ქვეყანა განაგრძობს მშვიდ და სტაბილურ განვითარებას ჩვენი ხელისუფლების პირობებში და მეორეს მხრივ, დამთავრდება ამ მოდელირებული ქრონიკების შექმნა, მოდელირებული გამარჯვებების შექმნა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან“, – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

33 ნახვა
desktop
mobile catfish