მერის პოსტის დასაკავებლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 239 კანდიდატი იბრძვის

2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მერის პოსტის დასაკავებლად სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი მერობის 239 კანდიდატი აპირებს ბრძოლას.

მათგან 24 კანდიდატი თვითმმართველ ქალაქებშია წარდგენილი, ხოლო თბილისის ამომრჩეველს საკუთარ კანდიდატურას მერის თანამდებობაზე 16 კანდიდატი სთავაზობს.

დედაქალაქის მერობის კანდიდატები არიან:

ანა დოლიძე – “ანა დოლიძე – ხალხისთვის”;

გიორგი გაჩეჩილაძე “გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“;

არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – “ჩვენი გაერთიანებული საქართველო“;

თეიმურაზ ბობოხიძე – “მამული“;

ევგენი ღვინიაშვილი – “მშრომელთა სოციალისტური პარტია“;

გიორგი ლომია – “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი -საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;

გიორგი ლაღიძე – “გიორგი ლაღიძე-მომავალი საქართველო“;

ანა ბიბილაშვილი – “ლელო“;

გიორგი გახარია – “გახარია – საქართველოსთვის“

მიხეილ ქუმსიშვილი – “შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“;

ნიკანორ მელია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;

თამარ კეკენაძე – “მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“;

გიორგი ქუთათელაძე – “საქართველო“;

კახა კალაძე – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“;

ზაზა ხატიაშვილი – “თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი,

კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“;

ქეთევან ნაკაშიძე – “მამუკა ტუსკაძე-სოციალური სამართლიანობისათვის“;

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. კანდიდატების მიერ ხმათა საჭირო რაოდენობის ვერ მიღების შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

47 ნახვა
desktop
mobile catfish