12:00 საათის მონაცემებით, გორში ამომრჩეველთა აქტივობა 16% შეადგენს

გორის საარჩევნო ოლქში 12:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 16 386 -მა ამომრჩეველმა გააკეთა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 16%-ია.

10:00 საათისთვის გორის ოლქში ამომრჩევლეთა აქტივობა 7% იყო. 

გორის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, მალხაზ მირუაშვილის ინფორმაციით საარჩევნო უბნების გახსნის შემდეგ, ამ დროისთვის 3 საჩივარი დაიწერა, რომელიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდებოდა.

101 ნახვა
desktop
mobile catfish