გრიგოლ ლილუაშვილი: სააკაშვილი ქვეყანაში რომ შემოვიდა, იმ წუთიდან გვქონდა ინფორმაცია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია მესამე პრეზიდენტის ქვეყანაში შემოსვლის მომენტიდან ჰქონდა. ამის შესახებ სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.

„რომ შემოვიდა, იმ წუთიდან გვქონდა ინფორმაცია, რამაც განაპირობა ისეთი ღონისძიების ჩატარება, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან მსხვერპლი, გაურკვევლობა, აჟიოტაჟი და ა.შ. ასე რომ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა“, – განაცხადა ლილუაშვილმა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია სააკაშვილის გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.

41 ნახვა
desktop
mobile catfish