შიდა ქართლში კორონავირუსის 82 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 826 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 795 და გარდაიცვალა 29 ადამიანი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინფიცირების ახალი შემთხვევების გამოსავლენად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 248 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 405 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 843 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 826 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 596 შემთხვევა, აჭარა – 85, იმერეთი – 362, ქვემო ქართლი – 96, შიდა ქართლი – 82, გურია – 38, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 163, კახეთი – 289, მცხეთა-მთიანეთი – 50, სამცხე-ჯავახეთი – 32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 059-ია, საიდანაც: 4 081 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 986 პირი, 696 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 15 282 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

44 ნახვა
desktop
mobile catfish