შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მონაცემები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ უკვე მერვედ დამაჯერებლად გაიმარჯვებს

არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შლავა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სულ ხუთი ინციდენტი დაფიქსირდა, ხუთ უბანზე, ხუთივე შემთხვევაში, ეს იყო შელაპარაკება, რაიმე ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

„კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს, რომ იყვნენ აქტიურები. საკმაოდ კარგი აქტივობა გვაქვს. მონაცემები, რაც ჩვენ გვაქვს, აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ ახლა უკვე მერვედ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, თუმცა ამისთვის საჭიროა, ყველა ახლა გააქტიურდეს, ვინაიდან, როგორც ვიცით, დღის მეორე ნახევარი არის სწორედ ის მომენტი, როდესაც ჩვენი ოპონენტებიც საკუთარი ამომრჩევლების მობილიზებას დაიწყებენ აქტიურად. ჩვენ ამას ვხედავთ სხვადასხვა უბნებში, განსაკუთრებით თბილისში შეიმჩნევა, რომ აქტიურად ხდება მობილიზება საკუთარი ამომრჩევლების. გაჩვენეთ კიდეც, რომ მათი კოორდინატორები უბანთან გარშემო არიან. მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩევლებს, დღეს არის მათი დღე, უნდა თქვან, სიტყვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა იყოს მუნიციპალიტეტებში ხელისუფლებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

27 ნახვა
desktop
mobile catfish