17:00 საათის მონაცემებით გორში ამომრჩევლის აქტივობა 38.44 %-ს შეადგენს

გორის 32-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა 38.44 %-ს შეადგენს. კომისიის მდივნის, ნათია მაჭარაშვილის განცხადებით, კომისიაში შესულია 6 საჩივარი.

,,17 საათის მონაცემებით, ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლებიდან 43 284 ამომრჩეველია მოსული უბანზე, რაც წარმოადგენს 38.44 %-ს. არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, საოლქო-საარჩევნო კომისიაში ამ ეტაპზე რეგისტრირებულია 6 საჩივარი. საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ დარღვევებს და მათი აღოფხვრა მოხდა ადგილზევე, საარჩევნო უბნებზე“, – განაცხადა ნათია მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გორის №32-ე საარჩევნო ოლქში 106 ძირითადი და 1 სპეც. უბანი მოქმედებს, სადაც 112 631 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

26 ნახვა
desktop
mobile catfish