თეა წულუკიანი: საუბარი სააკაშვილის ექსტრადიციაზე არის სამართლებრივი უაზრობა, ანუ ნონსენსი

სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციაზე სუბარი ვერ იქნება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იქ იციან ისეთი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით. ექსტრადიცია უკრაინაში, აქედან იქით, ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იმ ქვეყანაში მოთხოვნილი პირი არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. მე არ მგონია, არ ვიცი ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილი უკრაინაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი იყოს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საუბარი სააკაშვილის ექსტრადიციაზე არის სამართლებრივი უაზრობა, ანუ ნონსენსი. თუ საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილი გადავცეთ იმისთვის, რომ საქართველოს სასამართლოს მიერ მისჯილი მოიხადოს უკრაინაში, ამის არავითარი სურვილი არ გაგვაჩნია. არ არსებობს ამის არავითარი მიზანშეწონილობა. ჩვენი სუვერენული სახელმწიფოს მიერ მისჯილი სასჯელები, ზოგიერთში კი ბრალდებულია და ან გამართლდება ან გამტყუნდება, ყველა ეს ქართული განაჩენი აღსრულდება ქართულ მიწაზე, ანუ ქართულ ციხეში. გადაცემა, ანუ მსჯავრდებული პირის ტრანსფერი, თეორიულად თუ ვინმეს სურს, ჩვენი მიზანი ეს არ არის. ექსტრადიციაზე საუბარი ვერ იქნება, პოლიტიკურად კი მე გაკვირვებული ვარ იმიტომ, რომ თუ ადამიანი ასეთი მოწოდებულია თავი შესწიროს იდეალებს მას წესით არ უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ კიევში დაბრუნდეს. ის უნდა იყოს ჩვენთან ერთად და იბრძოლოს გამარჯვებისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

103 ნახვა
desktop
mobile catfish