გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები სააღმზრდელო პროცესს ხვალიდან განაახლებენ

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ხვალიდან, 5 ოქტომბრიდან განახლდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს.  

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები პანდემიის გამო შეჩერებულ სააღმზრდელო პროცესს განაახლებენ.

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის განცხადებით, სასწავლო პროცესის დაწყების პირველ ეტაპზე, საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი იმოქმედებს. რაც შეეხება აღსაზრდელების ბაღში მიღების საათებს, თავშეყრის არიდების მიზნით მიღება 9:00- დან 10:00 საათამდე მოხდება.

სააღმზრდელო პროცესი ვერ განახლდება გორის მუნიციპალიტეტის სამ საბავშვო ბაღში. სკრის, კარალეთის N1და შერთულის საბავშვო ბაღებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სასწავლო პროცესის დაწყება, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლომდე გადაიწევს.

31 ნახვა
desktop
mobile catfish