“აიცერი და მოიგეს” მორიგი გამარჯვებული ჰყავს – ხათუნა მელიქიშვილმა 10 000 ლარი მოიგო

“აიცერი და მოიგეს” ყოველკვირეულ გათამაშებაში მორიგი 10 000 ლარი გათამაშდა. გამარჯვებული ბათუმელი ხათუნა მელიქიშვილია.
როგორც “კვირასთან” გამარჯვებული აცხადებს, პანდემიის დამარცხების ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა.

“ვფიქრობ, რომ ყველამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, აიცრება თუ არა, მაგრამ ერთადერთი საშუალება პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინაციაა. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, როდესაც დაიშვებოდა, ავცრილიყავი. ყველას მინდა, ვუთხრა, რომ აცრაში არაფერია საშიში და ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობის დასაცავად უნდა ავიცრათ”, – განუცხადა “კვირას” ხათუნა მელიქიშვილმა.

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია – “აიცერი და მოიგე” 14 სექტემბერს დაიწყო და მას უკვე 3 251 გამარჯვებული ჰყავს. ამ დრომდე, ჯამურად, 520 400 ლარი გათამაშდა.

თამაშის წესი მარტივია, მოგება შეუძლია ყველას, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება. ამ გზით თქვენ ყოველდღიურად შეგიძლიათ მოიგოთ 100 და 500 ლარი, ყოველკვირეულად 1000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 26 დეკემბერს “საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი.

ცნობისთვის, ლატარიაში – “აიცერი და მოიგე” მონაწილეობს ყველა ვაქცინირებული ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით, ვაქცინირებული მომხმარებლების იდენტიფიცირება პირველი აცრის რეგისტრაციისას NCDC-ის ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით მოხდება. რაც უფრო მალე ჩაიტარებს ადამიანი ვაქცინაციას, მით უფრო ბევრ გათამაშებაში მიიღებს მისი ლატარიის ბილეთი მონაწილეობას და მით უფრო გაიზრდება მისი მოგების შანსი.

31 ნახვა
desktop
mobile catfish