გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს.  

 
გაცნობებთ, რომ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზის, კერძოდ, ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემის გამო, გორის მუნიციპალიტეტის ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 5 ოქტომბერს ვერ განახლდება. სააღმზრდელო პროცესი დაიწყება აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთანავე. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
 
 

თრიალეთი TV