გორის მე-7 საჯარო სკოლაში პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

გეგმური ტესტირებისას, გორის მე-7 საჯარო სკოლის პედაგოგს კოვიდ-19 დაუდასტურდა, – აღნიშნული ინფორმაციას საგანმანათლებლო რესურსცენტრში ადასტურებენ.

რესურსცენტრის დირექტორის ინფორმაციით, აღნიშნული სკოლის ერთი კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

,,ტესტირებისას, ერთ პედაგოგს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, რის გამოც, კლასი, რომელთანაც მასწავლებელს კონტაქტი ჰქონდა, გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე“, – განაცხადა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

163 ნახვა
desktop
mobile catfish